Sunday, September 25, 2016

რეფლექსია 2
შინაარსობრივად გავიაზრე პროექტი და დავგეგმე მისი მოკლე შინაარსი. დავადგინე როგორ შეესატყვისება სტანდარტის ნორმებს. გავეცანი პუბლიკაციის ნიმუშებს,პოსტერებს,ბუკლეტებს. გავიგე როგორ მზადდება ბროშურა, რომელიც დამეხმარება დავაინტერესო მშობლები, აუდიტორია; გავაცნო ჩემი პროექტის მნიშვნელობა ფართო საზოგადოებას. დავამზადე პროექტის შესაფერისი ბუკლეტი.
რეფლექსია  3
ბლუმის ტაქსონომიისა და სტანდარტის  გათვალისწინებით  შევიმუშავეთ პროექტის მიზნები. გავეცანით მიმართულების მიმცემი კითხვების ნაირსახეობას. გავიაზრეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და  ჩავწერეთ პროექტის გეგმაში.
რეფლექსია 8
ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა.ჩვენ დღეს ვიმუშავეთ ფასილიტაციის მასალებზე, ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, რაც მოსწავლეებს დაეხმარება თვითშეფასებაში. ფასილიტაციის მასალით (სურათი, ფორმა, შაბლონი) მოსწავლეებს  თვითრეგულირებაში შევუწყობთ ხელს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს მასალა დაეხმარება სსსმ მოსწავლეებსაც სწავლების პროცესში.
რეფლექსია 6-7
    მე-6 დღეს განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები:  შევარჩიოთ რა სახის მრავალფეროვანი ნიმუშები გაკეთდა ჩემს პროდუქტში, რომელიც მომცემს მრავალფეროვანი შეფასების საშუალებას. . გავაკეთეთ აქტივობა კვლევაზე, ავაგეთ დიაგრამა. ჩავატარეთ კვლევა ჩემი თემის ირგვლივ, რაც დამეხმარა მოსწავლის მაღალ სააზროვნო უნარებზე გავსულიყავი.
          მე-7 დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის ნაშრომების შეფასებაზე.გავიაზრეთ პროექტის ეტაპები და ვიმუშავეთ შეფასებებზე, რომელიც დამეხმარება პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლის ნამუშევრების შეფასებაში

Saturday, September 17, 2016

რეფლექსია 5
გავეცანით რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს სწავლების პროცესში. უკუკავშირი უნდა იყოს ზუსტი, კონკრეტული და აღწერითი. უკუკავშირი უნდა დავიწყოთ  და დავასრულოთ  დადებითი, პოზიტიური ფორმით, აუცილებელია  მივცეთ რაიმე სახის რჩევა. გავეცანით საავტორო უფლებებს. გავიგეთ რა შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს საავტორო უფლებები და რა შემთხვევაში-არა.

Sunday, September 11, 2016

რეფლექსია  4
დღეს განვიხილეთ შეფასებების სხვადასხვა მეთოდები. წინარე ცოდნისათვის რა მეთოდები და ინსტრუმენტები შეიძლება რომ გამოვიყენოთ,პროექტის მსვლელობისას და  პროექტის დასასრულს. როგორ შეიძლება გამოვიყენოთ შეფასება მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად და როგორ მოვემზადოთ პრეზენტაციისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის დაგეგმისათვის.

Saturday, September 3, 2016

                                                                           რეფლექსია 1
პროექტზე მუშაობა სასწავლო პროცესში დაგვეხმარება სწავლების პროგრესში;ის გვეხმარება მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდაში;მათ უყალიბდებათ დამოუკიდებლად მუშაობის ჩვევა, პასუხისმგებლობის გრძნობა. ბავშვი გადის მაღალ სააზროვნო უნარებზე: უვითარდება კრიტიკული აზროვნება,ანალიტიკური უნარი, პროექტი გვეხმარება ესგ-ის მიხედვით დასახული მიზნების მიღწევაში